საქართველო-ტაჯიკეთის ერთობლივი კომუნიკე - მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა, გააღრმაონ თანამშრომლობა ეკონომიკის, ვაჭრობის, ინვესტიციების, ტრანსპორტის, ტრანზიტის და აგრარულ სფეროებში
საქართველო-ტაჯიკეთის ერთობლივი კომუნიკე - მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა, გააღრმაონ თანამშრომლობა ეკონომიკის, ვაჭრობის, ინვესტიციების, ტრანსპორტის, ტრანზიტის და აგრარულ სფეროებში

მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა, ყოველმხრივ გააღრმაონ თანამშრომლობა ეკონომიკის, ვაჭრობის, ინვესტიციების, ტრანსპორტის, ტრანზიტის და აგრარულ სფეროებში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძისა და ტაჯიკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ემომალი რახმონის ერთობლივ კომუნიკეშია აღნიშნული.

დოკუმენტის თანახმად, მხარეებმა გამოთქვეს რწმენა, რომ ორ ქვეყანას შორის სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებს მოცემულ ეტაპზე უზარმაზარი პოტენციალი და დინამიკური განვითარებისთვის ფართო პერსპექტივა გააჩნია.

„მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა, ყოველმხრივ გააღრმაონ თანამშრომლობა ეკონომიკის, ვაჭრობის, ინვესტიციების, ტრანსპორტის, ტრანზიტის და აგრარულ სფეროებში, ასევე მეცნიერებისა და განათლების, კულტურის, ტურიზმის, ჯანდაცვის, სპორტის და ახალგაზრდული პოლიტიკის დარგებში.

მხარეებმა გამოთქვეს რწმენა, რომ ორ ქვეყანას შორის სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებს მოცემულ ეტაპზე უზარმაზარი პოტენციალი და დინამიკური განვითარებისთვის ფართო პერსპექტივა გააჩნია.

მხარეებმა დაადასტურეს, რომ საერთაშორისო დღის წესრიგის ძირითად საკითხებზე ურთიერთმხარდაჭერაზე დაფუძნებული საგარეო-პოლიტიკური თანამშრომლობის გაღრმავება ტაჯიკეთსა და საქართველოს შორის სახელმწიფოთაშორისი დიალოგის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ელემენტს წარმოადგენს“, – აღნიშნულია კომუნიკეში.

ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.