საქართველო-სომხეთის საზღვართან ხანძრის კერების ლიკვიდაციას მაშველები ზურგჩანთებით ატანილი წყლით ცდილობენ [ფოტო]
საქართველო-სომხეთის საზღვართან ხანძრის კერების ლიკვიდაციას მაშველები ზურგჩანთებით ატანილი წყლით ცდილობენ [ფოტო]

საქართველო-სომხეთის საზღვართან მეხანძრეები ხანძრის ლიკვიდაციის მიზნით მუშაობას განაგრძობენ. მაშველები ცეცხლის მცირე კერებს ებრძვიან.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, ხანძრის ადგილი ტექნიკისთვის მიუვალია, შესაბამისად, მეხანძრე-მაშველები რამდენიმე კილომეტრის მანძილზე ფეხით გადაადგილდებიან და ცეცხლის ჩასაქრობად წყალი სპეციალური ზურგჩანთებით მიაქვთ.

ცოტა ხნის წინ, ხანძრის ერთი ახალი კერაც გაჩნდა, რომლის ლიკვიდაციას ამ დროისთვის 20-მდე მაშველი ცდილობს.

სადახლოში ხანძარი გუშინ საღამოს გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, საქართველო-სომხეთის საზღვართან გორაკზე, საქართველოს ტერიტორიაზე დამწვარია 20 ჰექტარი ფართობი, სომხეთის ტერიტორიაზე 50 ჰექტარი.