შვედეთი-საქართველო | ვილი სანიოლმა სასტარტო შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT
შვედეთი-საქართველო | ვილი სანიოლმა სასტარტო შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT

25 მარტს, თბილისის დროით 23:45 საათზე შვედეთის ქალაქ სოლნას „ფრენდს არენაზე“ ვილი სანიოლი საქართველოს ნაკრების 11 რჩეულს გაიყვანს. 

მატჩამდე ერთი საათით ადრე ფრანგმა სპეციალისტმა ჩვენი გუნდის სასტარტო შემადგენლობა გამოაცხადა. ასეთი შემადგენლობებით დაიწყებენ მატჩს შვედეთი და საქართველო:

 

შვედეთი (4-4-2): ნორდფელდტი – ლუსტიგი, ლინდელიოფი, ჰელანდერი, აუგუსტინსონი – კულუშევსკი, ლარსონი, ოლსონი, კლაესონი – ისაკი, იბრაჰიმოვიჩი.

საქართველო (4-3-2-1): ლორია – ჩაბრაძე, კაშია, დვალი, გიორბელიძე – კანკავა, კვეკვესკირი, აბურჯანია – ლობჟანიძე, კვარაცხელია – ქვილითაია.