საქართველო საერთაშორისო საგადასახადო თანამშრომლობის საკითხებზე, მაღალი რანგის რეგიონულ შეხვედრებს მასპინძლობს
საქართველო საერთაშორისო საგადასახადო თანამშრომლობის საკითხებზე, მაღალი რანგის რეგიონულ შეხვედრებს მასპინძლობს

საქართველო საერთაშორისო საგადასახადო თანამშრომლობის საკითხების განსახილველად, მაღალი რანგის რეგიონულ  შეხვედრებს მასპინძლობს.

შეხვედრა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა გახსნა, მან იმედი გამოთქვა, რომ ორდღიანი ფორუმი, რეგიონში საგადასახადო სფეროში არსებული საერთო მიდგომების შემუშავებას შეუწყობს ხელს.

„ასეთი შეხვედრები საშუალებას გვაძლევს, განვიხილოთ საგადასახადო საკითხები, როგორც გლობალურ, ისე რეგიონალურ დონეზე, იმედი მაქვს, რომ ჩვენი შეხვედრა შედეგზე იქნება ორიენტირებული”, – განაცხადა  მინისტრმა.

ფორუმში მონაწილეობას 20 ქვეყნის ფინანსთა სამინისტროების, საგადასახადო ადმინისტრაციების, ეროვნული ბანკების და სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტის მაღალი რანგის წარმომადგენლები მონაწილეობენ.

ფორუმის ფარგლებში, საერთაშორისო საგადასახადო თანამშრომლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე სხვადასხვა შინაარსის პანელის გამართვა და დისკუსიებია დაგეგმილი. გარდა ამისა, მონაწილეები ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავენ.