საქართველო-საბერძნეთის მატჩის მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ბათუმის ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილთა ხსოვნას

20:06, 09.10.2021

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი საქართველოსა და საბერძნეთს შორის წუთიერი დუმილით გაიხსნა. მოთამაშეებმა პატივი მიაგეს ბათუმის ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილთა ხსოვნას. ორივე გუნდის ფეხბურთელები თამაშზე შავი სამკლაურებით გამოვიდნენ.

მატჩის გადადების შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალური წერილით მიმართა ფიფა-სა და უეფა-ს, მატჩის ორგანიზატორებს. მსოფლიო და ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანოებმა სფფ-ის მოთხოვნა მატჩის გადადებასთან დაკავშირებით, არ დააკმაყოფილეს.

მსგავსი