საქართველო რუმინეთში საჯარო ადგილებში მოწევის აკრძალვის კანონს გაეცნო
საქართველო რუმინეთში საჯარო ადგილებში მოწევის აკრძალვის კანონს გაეცნო

რუმინეთში საქართველოს ოფიციალური დელეგაცია იმყოფებოდა, რომელიც ქვეყანაში საჯარო ადგილებში მოწევის აკრძალვის კანონის შესახებ ინფორმაცია მიიღო. ამის შესახებ სააგენტო Romania Insider-ი რუმინეთის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს.

მედიასაშუალების ცნობით, ქართული დელეგაციის შემადგენლობაში ჯანდაცვის საკითხებში ექსპერტები, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, ასევე, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ქართული ოფისის წარმომადგენლები შედიოდნენ. საქართველოს დელეგაციამ შეხვედრები გამართა რუმინეთის ჯანდაცვის სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან როდიჩა ნასართან, ასევე თამბაქოზე კონტროლის საკითხებში რუმინელ ექსპერტებთან.

შეხვედრებზე მხარეებმა განიხილეს, თუ როგორ მუშაობს კანონი, რა პროცედურებია საჭირო მისი განხორციელებისთვის, ასევე მოქალაქეებისგან შესული საჩივრების რაოდენობა და ინსტიტუციური პრობლემები და დაბრკოლებები, რომლებსაც რუმინეთი საჯარო სივრცეში მოწევის აკრძალვის კანონის განხორციელებისას წააწყდა.

რუმინეთში საჯარო სივრცეში მოწევის აკრძალვა 2016 წლის მარტში ამოქმედდა. ამჟამად, აღნიშნული კანონი ევროკავშირის 17 სახელმწიფოში მოქმედებს.