საქართველო მონღოლეთთან საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას გააფორმებს
საქართველო მონღოლეთთან საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას გააფორმებს

საქართველო მონღოლეთთან საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას გააფორმებს. ამას პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის მიერ ხელმოწერილი ბრძანება ითვალისწინებს.

საერთაშორისო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების უფლებამოსილება ეკონომიკის სამინისტროს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსს, ქეთევან სალუქვაძეს და სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორს, მიხეილ ხმალაძეს მიენიჭა.

საქართველო და მონღოლეთი თანამშრომლობას აბრეშუმის გზის პროექტის ფარგლებში გეგმავენ. ამ თემაზე საუბარი ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებს შორის 2015 წელს შედგა.