საქართველო-მოლდოვა-უკრაინის საპარლამენტო ასამბლეა ევროპარლამენტთან აქტიურად ითანამშრომლებს

18:44, 09.06.2018

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, უკრაინელ და მოლდოველ კოლეგებთან ერთად, ევროპარლამენტის წევრებს: რებეკა ჰარმსს, მიჰაელ გალერს და პეტრას აუსტრევიჩუსს შეხვდა.

შეხვედრაზე, რომელიც კიევში მიმდინარე საპარლამენტთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გაიმართა, სამი ქვეყნის საპარლამენტო ასამბლეასა და ევროპარლამენტს შორის თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს და სამომავლო გეგმები დასახეს.

მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს ასამბლეის მნიშვნელობა ქვეყნების წინაშე არსებულ გამოწვევებთან გამკლავებასა და საერთო მიზნების მიღწევაში.

ევროპარლამენტარებმა აქტიური თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვეს და სამი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურეს.

მსგავსი