საქართველო ხელბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპში ჩაერთო
საქართველო ხელბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპში ჩაერთო

საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები დღეიდან ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის პირველი შესარჩევი ეტაპის შეხვედრებს ჩაატარებს.

მალტაში საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის სერბი ჯორჯე რაშიჩის დებიუტი შედგება. ქართველი ხელბურთელები „ბე“ ჯგუფში აზერბაიჯანის, კვიპროსისა და მალტის ნაკრებების წინააღმდეგ ითამაშებენ.

მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ჯგუფის გამარჯვებული იასპარეზებს. 32 ნაკრები რვა ჯგუფში გადანაწილდება. ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ჯგუფების გამარჯვებულები, მეორე ადგილოსნები და ოთხ საუკეთესო მესამეადგილოსანი იასპარეზებს.

11 იანვარი
20:00 კვიპროსი – აზერბაიჯანი
22:30 საქართველო – მალტა

12 იანვარი
19:00 აზერბაიჯანი – საქართველო
21:30 მალტა – კვიპროსი

13 იანვარი
17:00 კვიპროსი – საქართველო
19:30 აზერბაიჯანი – მალტა