საქართველო „ისლამური სახელმწიფოს“, „ალ ქაიდასა“ და მათთან დაკავშირებული პირებისა და ჯგუფების წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების გაგრძელებას შეუერთდა
საქართველო „ისლამური სახელმწიფოს“, „ალ ქაიდასა“ და მათთან დაკავშირებული პირებისა და ჯგუფების წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების გაგრძელებას შეუერთდა

საქართველო „ისლამური სახელმწიფოს“, „ალ ქაიდასა“ და მათთან დაკავშირებული პირებისა და ჯგუფების წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების გაგრძელებას შეუერთდა. ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ევროკავშირმა ტერორისტული ორგანიზაციებისა და მათთან დაკავშირებულ პირებისა და ჯგუფების წინააღმდეგ შემზღუდავი ზომები 2021 წლის 31 ოქტომბრამდე გაახანგრძლივა.

ევროკავშირის გადაწყვეტილებას, საქართველოს გარდა, ასევე შეუერთდნენ უკრაინა, მოლდოვა და სომხეთი, წევრობის კანდიდატი ქვეყნები – ჩრდილოეთ მაკედონია, მონტენეგრო, სერბეთი და ალბანეთი, სტაბილიზაციისა და ასოცირების პროცესის ქვეყანა და წევრობის პოტენციური კანდიდატი ბოსნია-ჰერცოგოვინა, ევროპის თავისუფალი სავაჭრო ზონის ქვეყნები – ისლანდია და ლიხტენშტაინი.

აღნიშნული ქვეყნები უზრუნველყოფენ, რომ მათი ეროვნული პოლიტიკა შეესაბამება ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებას. ევროკავშირი აღნიშნულ ვალდებულებას მიესალმება.

სანქციები ითვალისწინებს ვაჭრობის, იარაღის, ასევე სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციით ვაჭრობის შეზღუდვას. ასევე აკრძალულია ნავთობითა და ნავთობპროდუქტებით ვაჭრობა და ფინანსური მხარდაჭერის ნებისმიერი ფორმა.