საქართველო 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი ქვეყანაა - კულტურული პროგრამა ცნობილია
საქართველო 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი ქვეყანაა - კულტურული პროგრამა ცნობილია

2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის კულტურული პროგრამა უკვე ცნობილია.

საქართველო 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი ქვეყანაა.

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს თანამედროვე კულტურის წარმოჩენის საუკეთესო შესაძლებლობაა მუსიკალური პროგრამა, რომლის ფარგლებშიც გერმანიის ცნობილი საკონცერტო სივრცეები და ფესტივალები უმასპინძლებენ მსოფლიოში სახელგანთქმულ ქართველ მუსიკოს-შემსრულებლებს.

ამასთან, თეატრალური პროგრამა 15 სპექტაკლს წარმოადგენს. თეატრალური წარმოდგენების პროგრამა გერმანიაში რეჟისორ დათა თავაძის სპექტაკლით „დამოუკიდებლობის 25 წელი/პრომეთე“ გაიხსნება.

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი, გერმანიის კინოს მუზეუმთან Deutsches Filmmuseum და კინოს და ვიდეო ხელოვნების ინსტიტუტი – არსენალთან ერთად, გამართავს ქართული კინოს ჩვენებებსა და დისკუსიებს, რომელიც მოიცავს კლასიკურ პერიოდს უხმო კინოს ხანიდან, საქართველოს მიერ 1991 წელს დამოუკიდებლობის მოპოვებამდე. ნაჩვენები იქნება 15 ფილმი, მათ შორის ავანგარდული უხმო კინოს ნიმუშები, როგორიცაა კოტე მიქაბერიძის ფილმი „ჩემი ბებია“ (1929 წ.) და მიხეილ კალატოზიშვილის ფილმი „ჯიმ შვანთე“ („მარილი სვანეთს“) (1930 წ.).

ფოტოგრაფიის გამოფენაზე მონაწილეობას მიიღებენ ისტორიული ხელოვანები: ალექსანდრე როინაშვილი და დიმიტრი ერმაკოვის კოლექციებიდან. თანამედროვე ხელოვანები: გურამ წიბახაშვილი, ბესო უზნაძე, ნათელა გრიგალაშვილი, დინა ოგანოვა, ლადო ლომითაშვილი.

წარმოდგენილი იქნება ქართული ფოტოგრაფიის ნიმუშები.

იხილეთ ვრცლად ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის კულტურული პროგრამა.