საქართველო FIBA-ის რეიტინგში 26-ე ადგილზეა
საქართველო FIBA-ის რეიტინგში 26-ე ადგილზეა

მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩების შემდეგ, კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციამ ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა.
საქართველოს ნაკრებს 278.65 ქულა აქვს და მან შეინარჩუნა 26-ე ადგილი.

უცვლელი დარჩა პირველი სამეული – აშშ, ესპანეთი და საფრანგეთი.

სერბეთის ნაკრები, რომელთანაც 29 ივნისს, საქართველოს ნაკრებმა დიდი ანგარიშით წააგო შინ შესარჩევი მატჩი, მეოთხე პოზიციაზე იმყოფება.