საქართველო ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე მეორე ნახევარფინალში მიიღებს მონაწილეობას
საქართველო ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე მეორე ნახევარფინალში მიიღებს მონაწილეობას

როტერდამში ევროვიზიის სიმღერის კონკურსის 2020 წლის კენჭისყრა დასრულდა.

შემთხვევითობის პრინციპით გამართულ კენჭისყრაზე გადაწყდა, რომ საქართველო 2020 წლის 14 მაისს, მეორე ნახევარფინალის მეორე ნაწილში მიიღებს მონაწილეობას.

პირველ ნახევარფინალში მიიღებენ მონაწილეობას: ჩრდილოეთ მაკედონია, ბელორუსია, ლიეტუვა, შვედეთი, სლოვენია, ავსტრალია, ირლანდია, რუსეთი, ნორვეგია, კვიპროსი, ხორვატია, აზერბაიჯანი, მალტა, ისრაელი, უკრაინა, რუმინეთი და ბელგია.

მეორე ნახევარფინალში მიიღებენ მონაწილეობას: ავსტრია, მოლდოვა, პოლონეთი, სან მარინო, სერბეთი, ისლანდია, ჩეხეთი, საბერძნეთი, ესტონეთი, დანია, ბულგარეთი, შვეიცარია, ფინეთი, სომხეთი, ლატვია, საქართველო, პორტუგალია და ალბანეთი.

ევროვიზიის სიმღერის კონკურსის წესის თანახმად, ფინალში ავტომატურად გადადიან მასპინძელი ქვეყნის (ნიდერლანდები) და ე.წ. დიდი ხუთეულის გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, ესპანეთისა და იტალიის წარმომადგენლები. დანარჩენი 20 შემსრულებელი ნახევარფინალური ტურებიდან შეირჩევა.

ხმის მიცემა პირველ ნახევარფინალში შეეძლება გერმანიას, იტალიას და ნიდერლანდებს, ხოლო მეორე ნახევარფინალში საფრანგეთს, ესპანეთს და დიდ ბრიტანეთს.

ევროვიზიის სიმღერის კონკურსს როტერდამი მასპინძლობს და წელს საქართველოს თორნიკე ყიფიანი წარადგენს. გრანდიოზული შოუს ნახევარფინალები 12 და 14 მაისს, ხოლო ფინალი 16 მაისს ჩატარდება.