საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის წევრები ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან და დამოუკიდებელ დეპუტატებთან შეხვედრას მართავენ
საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის წევრები ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან და დამოუკიდებელ დეპუტატებთან შეხვედრას მართავენ

საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის წევრები საქართველოს პარლამენტში შეხვედრებს მართავენ.

ევროპარლამენტის დეპუტატები, ასოცირების კომიტეტის თავმჯდომარე მარინა კალიურანდი და საქართველოს საკითხებზე მომხსენებელი სვენ მიქსერი უკვე შეხვდნენ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს.

ამ წუთებში დახურულ კარს მიღმა დისკუსია მიმდინარეობს საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან და დამოუკიდებელ დეპუტატებთან. შეხვედრას ესწრებიან ხატია დეკანოიძე, გიორგი ვაშაძე, სალომე სამადაშვილი და ანა ნაცვლიშვილი, ლევან იოსელიანი, ჰერმან საბო, არმაზ ახვლედიანი, თაკო ჩარკვიანი, ანი ბუჩუკური, ხათუნა სამნიძე, თამარ კორძაია, ფრიდონ ინჯია, შალვა შავგულიძე.

ოპოზიციური სპექტრის 13 წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ, ევროპელი დეპუტატები პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს შეხვდებიან.