საბერძნეთი-საქართველო | სასტარტო შემადგენლობები ცნობილია - ზივზივაძე იწყებს #1TVSPORT
მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში საბერძნეთისა და საქართველოს ნაკრებების დაპირისპირებაში მეტოქეთა შემადგენლობები ცნობილია.
სალონიკი. სტადიონი „ტუმბა“
საბერძნეთი (4-3-3): ვლახოდიმოსი – ბაკაკისი, პაპადოპულოსი, ცაველასი, იანულისი – ზეკა, ბაკასეტასი, ბუხალაკისი – ზოლისი, პავლიდისი, ფორტუნისი
მთავარი მწვრთნელი: ჯონ ვან სხიპი
საქართველო (4-3-3): ლორია – კაკაბაძე, კაშია, დვალი, გიორბელიძე – აბურჯანია, კანკავა – კვარაცხელია, კიტეიშვილი, ლობჟანიძე – ზივზივაძე
სათადარიგოთა სკამი: მამარდაშვილი, კუპატაძე, კობახიძე, კობოური, აზაროვი, ჩაბრაძე, კვეკვესკირი, გვილია, პარუნაშვილი, ჯიღაური, ბერიძე, ქვილითაია
მთავარი მწვრთნელი: ვილი სანიოლი
მთავარი არბიტრი: შიმონ მარჩინიაკი (პოლონეთი).
საბერძნეთი-საქართველოს მატჩი 31 მარტს სალონიკის „ტუმბა არენაზე” თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება. კოვიდ 19-ის რეგულაციების გამო საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურის შეხვედრა მაყურებლის გარეშე ჩატარდება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი და საქართველოს რადიო შემოგთავაზებთ.