„საქართველო ერთ-ერთი ყველაზე დაცული ქვეყანაა, თუმცა ეს დანაშაულის ალბათობას არ გამორიცხავს“
„საქართველო ერთ-ერთი ყველაზე დაცული ქვეყანაა, თუმცა ეს დანაშაულის ალბათობას არ გამორიცხავს“

უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია იზიარებს შს მინისტრის მოსაზრებას,  რომ 22 ნოემბრის სპეცოპერაციისას ლიკვიდირებული პირები ქვეყანაში არალეგალურად შემოვიდნენ. ბესელია მიიჩნევს, რომ საქართველო ერთ-ერთი ყველაზე დაცული ქვეყანაა, თუმცა ეს დანაშაულის ალბათობას არ გამორიცხავს.

“მიუხედავად იმისა, რომ საზღვარი რა თქმა უნდა კონტროლდება და მათ შორის ჩვენი პარტნიორებიც და მეზობლებიც ამ საერთო თანამშრომლობის ფორმატში არიან ჩართულნი, ეს არ გამორიცხავს, რომ ვინმე ქვეყანაში შეიაძლება იყოს შემოსული საზღვრის უკანონო შემოვლით, კვეთით, ან სხვა გზით. ის, რომ ვერავინ მოხვდება ქვეყანაში უკანონო გზით, ამის გაცხადება ძალიან არასერიოზულია”,  – ამბობს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, რომელიც ევროპული ქვეყნების მაგალითებს იხსენებს და ამბობს, რომ კონტინენტის ყველაზე დაცულ სახელმწიფოებშიც ხდება მსგავსი შემთხვევები.


ამავროულაად მმართველი გუნდის წევრი პრევენციული ღონისძიებების გააქტიურების აუცილებლობაზეც საუბრობს. 


,,პრევენციისთვის,  ჩვენ რომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, ეს არის სრულიად ლეგიტიმური მოთხოვნა და ამისთვის არის ხელისუფლება, რომ საკუთარი მოქალაქეები დაიცვას. მაგრამ არ არსებობს დედამიწაზე ქვეყანა, სადაც დანაშაული არ ხდება და გამოირიცხება. საქართველო ერთ-ერთი უსაფრთხო ქვეყანაა და ამ ქვეყნებს შორის ითვლება. ვიფიქროთ იმაზე, როგორ შევუქმნათ მოქალაქეებს უსაფრთხოების მაქსიმალური გარანტიები,  კანონდებლებმა – საკანონმდებლო კუთხით, სამოქალაქო სექტორმა – თავისი რეკომენდაციებით, ძალოვანმა უწეყებებმა კ- არგი პრევენციითა და პარტნიორებთან თანამშრომლობით”, – აღნიშნა ბესელიამ.