საქართველო ენერგოომბუდსმენთა ევროპული გაერთიანების წევრი გახდა
საქართველო ენერგოომბუდსმენთა ევროპული გაერთიანების წევრი გახდა

საქართველო ენერგოომბუდსმენთა ევროპული გაერთიანების წევრი გახდა. გადაწყვეტილება პარიზში გამართულ შეხვედრაზე მიიღეს, რომელსაც ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი დაესწრო.

ორგანიზაციაში საქართველოს გაწევრიანების საკითხს ვარდიაშვილის კოლეგებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი. ორგანიზაციის შემდეგი გენერალური შეხვედრა 2018 წლის მარტში, თბილისში გაიმართება.

ენერგოომბუდსმენთა ქსელში საქართველოს გაწევრიანების თემაზე სალომე ვარდიაშვილი ხვალ ბრიფინგს გამართავს.