საქართველო დღეს მსოფლიო კამპანიას, „დედამიწის საათს“ შეუერთდება
საქართველო დღეს მსოფლიო კამპანიას, „დედამიწის საათს“ შეუერთდება

საქართველო დღეს მსოფლიო კამპანიას, „დედამიწის საათს“ შეუერთდება. „დედამიწის საათი“ ყოველწლიურად მარტის ბოლო შაბათს აღინიშნება. ამ დღეს ასობით ქვეყანაში მთავარ ღირსშესანიშნაობებზე, მილიონობით სახლსა თუ ოფისში სინათლე ქრება.

ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდისა (WWF) და მისი პარტნიორების სიმბოლური კამპანია ბუნების დაცვის მნიშვნელობას შეგვახსენებს.

ღონისძიებას, მთელ მსოფლიოსთან ერთად, საქართველოც უერთდება და თბილისის დროით 20:30-21:30 შუალედში ბუნების გულშემატკივრები მხარდაჭერას საკუთარ ოთახებში სინათლის დროებით გამორთვით დააფიქსირებენ.