საქართველო დღეს „ფაიზერის“ ვაქცინის 168 000 დოზას მიიღებს
საქართველო დღეს „ფაიზერის“ ვაქცინის 168 000 დოზას მიიღებს

საქართველო „ფაიზერის“ ვაქცინის დამატებით 168 000 დოზას დღეს მიიღებს.

ამის შესახებ ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განუცხადა.

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ეს არის საქართველოს მიერ შეძენილი ვაქცინები.

„ფაიზერის“ სერიოზული რაოდენობის დოზები შემოვა ქვეყანაში. ეს იქნება 168 000 დოზა, რომელიც არის ნაყიდი ვაქცინები“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ გუშინ გამართულ ბრიფინგზე.