საქართველო-დანიის ნაკრებებს შორის საფეხბურთო მატჩთან დაკავშირებით, „დინამო არენას“ მიმდებარე ქუჩებზე მოძრაობა შეიზღუდება
საქართველო-დანიის ნაკრებებს შორის საფეხბურთო მატჩთან დაკავშირებით, „დინამო არენას“ მიმდებარე ქუჩებზე მოძრაობა შეიზღუდება

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, დღეს, 8 სექტემბერს ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე – „დინამო არენაზე“ საქართველო-დანიას ნაკრებებს შორის გასამართ მატჩთან დაკავშირებით, 19:00 საათიდან მატჩის დასრულებამდე, მთლიანად დაიკეტება სტადიონის მიმდებარე ქუჩები, კერძოდ:

გიორგი ცაბაძის და დავით ყიფიანის ქუჩები, ხოლო წინამძღვრიშვილის ქუჩა – ნაწილობრივ.

მარცხენა სანაპიროდან ავტომანქანების მოძრაობა აიკრძალება ცაბაძის ქუჩაზე, შესაბამისად ისინი მოძრაობას გააგრძელებენ პირდაპირ – ვახუშტის ხიდის მიმართულებით.

აკაკის წერეთლის გამზირიდან სტადიონისკენ მოძრავი ავტომანქანები ქუთაისის ქუჩით ისარგებლებენ, საიდანაც მოძრაობის გაგრძელებას შეძლებენ როგორც მარცხენა, ასევე მარჯვენა სანაპიროზე.

ხოლო ვახუშტის ხიდიდან გადმომსვლელი ავტომანქანები იმოძრავებენ მხოლოდ დიდუბის მეტროს მიმართულებით.

ყველა აღნიშნულ ქუჩაზე ავტომანქანების გადაადგილებას საპატრულო პოლიციის თანამშრომლები დაარეგულირებენ.

საქართველოსა და დანიის საფეხბურთო ნაკრებების შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება. მატჩის რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.