საქართველო და თურქეთი საბაჟო წესების გამარტივებისთვის თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ 
საქართველო და თურქეთი საბაჟო წესების გამარტივებისთვის თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ 

თურქეთი და საქართველო საბაჟო წესების გამარტივების მიზნით, თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

როგორც თურქეთის სახელმწიფო სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება, აღნიშნულის შესახებ განცხადება თურქეთის ვაჭრობის მინისტრმა, რუსარ ფექჩანმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, ნათია თურნავასთან შეხვედრაზე გააკეთა.

რუსარ ფექჩანისა და ნათია თურნავას შეხვედრა დღეს ანკარაში შედგა, სადაც თურქეთ-საქართველოს შერეული ეკონომიკური კომისიის სხდომა გაიმართა.

„შევთავაზე ქართველ მინისტრს, რომ ვიმუშაოთ საბაჟო ხაზის გამარტივებაზე და ის დამთანხმდა“, – განაცხადა ფექჩანმა.

მისივე თქმით, ამ ინიციატივის მიზანი დროისა და თანხების დაზოგვა, ასევე ორ ქვეყანას შორის ტვირთბრუნვის პროცესის გაჭიანურების თავიდან აცილებაა.