საქართველო-ბელარუსის მატჩი 8 ოქტომბერს, თბილისში გაიმართება
საქართველო-ბელარუსის მატჩი 8 ოქტომბერს, თბილისში გაიმართება

უეფა-ს 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფის ნახევარფინალის მატჩი, საქართველო-ბელარუსი 8 ოქტომბერს, თბილისში გაიმართება – ინფორმაციას ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.

ევრო2020-ის პლეი ოფის გამართვის სავარაუდო თარიღები 6-10 ოქტომბერი იყო, ახლა კი ზუსტი თარიღი გახდა ცნობილი.

სიახლე ისაა, რომ ევრო 2020-ის პლეი ოფის ნახევარფინალები 4-დღიანი შუალედში უნდა გამართულიყო. მაგალითად, საქართველოს ბელარუსთან 26 მარტს უნდა ეთამაშა, გამარჯვებული კი ჩრდილოეთ მაკედონიასა და კოსოვოს წყვილის გამარჯვებულს 31 მარტს შეხვდებოდა. ახლა ცნობილი გახდა, რომ ფინალები ნოემბერში ჩატარდება.