საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის ლაგოდეხის გამშვებ პუნქტზე გადაადგილება დროებით შეიზღუდა
საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის ლაგოდეხის გამშვებ პუნქტზე გადაადგილება დროებით შეიზღუდა

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის ლაგოდეხის გამშვებ პუნქტზე მოქალაქეების გადაადგილება დღეს დილიდან, დროებით შეიზღუდა. აღნიშული ზომები კორონავირუსის გავრცელების პრევენციას უკავშირდება.

მგზავრებს განმარტებას ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი საფრთხეების გამო ადგილზე მესაზღვრეები აძლევენ. გამშვებ პუნქტთან იმყოფებიან სამართალდამცავები, რომლებიც სასაზღვრო პერიმეტრს აკონტროლებენ და მგზავრებს უკან აბრუნებენ.

ხელისუფლების გადაწყვეტილებით, საქართველო-აზერბაიჯანსა და საქართველო-სომხეთს შორის მიმოსვლის აკრძალვა ოფიციალური შეთანხმებით 10 დღით დაწესდა. მხარეებს შორის მოლაპარაკების შედეგად გადაწყდა, რომ შეზღუდვა არ ვრცელდება სამშობლოში დაბრუნების მსურველებზე და სატვირთო გადაზიდვებზე.

დატოვე კომენტარი