საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად დაღუპულ ჯარისკაცებს მურთედის საჰაერო ბაზაზე სამხედრო ცერემონიით ემშვიდობებიან

11:37, 14.11.2025

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე თურქული „C130“-ის ტიპის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად დაღუპულ ჯარისკაცებს ანკარის პროვინციის მურთედის საჰაერო ბაზაზე სამხედრო ცერემონიით ემშვიდობებიან.

ამის შესახებ ინფორმაციას თურქელი მედია ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, ანკარის სასამართლო მედიცინის ინსტიტუტში ფორმალური პროცედურების გავლის შემდეგ დაღუპულები მურთედის საჰაერო ბაზაზე გადაასვენეს, სადაც მათთან გამოსამშვიდობებელი სამხედრო ცერემონია იმართება.

გავრცელებული ინფორმაციით, სამხედრო ცერემონიის შემდეგ, სამი დაღუპულის პანაშვიდი შუადღის ლოცვის შემდეგ აჰმედ ჰამდი აქსექის მეჩეთში გაიმართება და მათ ანკარაში დაკრძალავენ. დანარჩენი 17 დაღუპული კი მშობლიურ ქალაქებში დაიკრძალება.

მსგავსი