საქართველო-აზერბაიჯანის ლაგოდეხის სასაზღვრო პუნქტიდან კარანტინში სამი მოქალაქე გადაიყვანეს
საქართველო-აზერბაიჯანის ლაგოდეხის სასაზღვრო პუნქტიდან კარანტინში სამი მოქალაქე გადაიყვანეს

საქართველო-აზერბაიჯანის ლაგოდეხის სასაზღვრო პუნქტიდან კარანტინში სამი მოქალაქე გადაიყვანეს, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლისა და ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა, ნელი ხიზანიშვილმა განუცხადა.

მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე კახეთის რეგიონის მასშტაბით თვითიზოლაციაში 353 ადამიანია, აქედან საგარეჯოში – 43, ლაგოდეხში – 38, ყვარელში – 17, გურჯაანში – 56, სიღნაღში – 28, თელავში – 90, დედოფლისწყაროში – 38, ახმეტაში – 43.

თვითიზოლაციის ვადა ამოეწურა ექვს მოქალაქეს, თვითიზოლაციის წესის დარღვევის გამო კარანტინში გადაყვანილია ერთი მოქალაქე.

კახეთში ხუთი საკარანტინე სივრცეა, სადაც 284 ადამიანი იმყოფება.