საქართველოს რკინიგზა - დიდთოვლობის გამო, მაგისტრალური მიმართულებით მოძრავ მატარებლებს შესაძლოა, შეფერხებები ჰქონდეთ
საქართველოს რკინიგზა - დიდთოვლობის გამო, მაგისტრალური მიმართულებით მოძრავ მატარებლებს შესაძლოა, შეფერხებები ჰქონდეთ

„საქართველოს რკინიგზა“ დიდთოვლობის გამო მოსალოდნელ შეფერხებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც რკინიგზაში აცხადებენ, დისკომფორტის თავიდან აცილების მიზნით, კომპანია მზად არის, დაგეგმილ რეისებზე დაიბრუნოს რეალიზებული ბილეთები და სრულად აანაზღაუროს მათი საფასური.

„დასავლეთ საქართველოში არსებული უამინდობისა და დიდთოვლობის გამო, მაგისტრალური მიმართულებით მოძრავ მატარებლებს შესაძლოა, ჰქონდეთ შეფერხებები. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ მცირე დაგვიანებები „საქართველოს რკინიგზისგან“ დამოუკიდებელი მიზეზების გამო ხდება. გაუთვალისწინებელი გარემოებებისა და მგზავრთა შესაძლო დისკომფორტის თავიდან აცილების მიზნით, კომპანია მზად არის დაგეგმილ რეისებზე დაიბრუნოს რეალიზებული ბილეთები და სრულად აანაზღაუროს მათი საფასური. გთხოვთ, გაითვალისწინოთ შექმნილი გარემოება. ბედნიერ და უსაფრთხო მგზავრობას გისურვებთ“, – ნათქვამია „საქართველოს რკინიგზის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.