საქალაქთაშორისო მგზავრობა 8 ივნისიდან აღდგება
საქალაქთაშორისო მგზავრობა 8 ივნისიდან აღდგება

საქალაქთაშორისო მგზავრობა 8 ივნისიდან აღდგება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მგზავრობისას დაწესებული იქნება გარკვეული შეზღუდვები. მგზავრობისას აუცილებელი იქნება პირბადის ტარება.

„აუცილებელია პირბადის ტარება. ამაზე პასუხისმგებელი იქნებიან მუნიციპალური ტრანსპორტის ხელმძღვანელი ორგანიზაციები ან კერძო ტრანსპორტის მფლობელები“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

ამასთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, მუნიციპალური ტრანსპორტი – მეტრო და ავტობუსები 29 მაისიდან ამუშავდება.