საქალაქო სასამართლოსთან „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს
საქალაქო სასამართლოსთან „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს

საქალაქო სასამართლოსთან „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს.

როგორც გიგი უგულავამ განაცხადა, გზის გადაკეტვა ბუნებრივად მოხდა, რადგან ხალხი სასამართლოს ეზოში ვერ ეტევა.

„ჩვენ ვიდგებით აქ და გადავკეტავთ გზას, რადგან არ ეტევა ამ მოედანზე ხალხი. ეს მილიციაც აღარაა, რასაც აკეთებენ. ასე იქცევა პირადი ძაღლობა. ეს პოლიციის ქმედება ხომ ნახეთ თქვენ თვითონ. ჯიხურის თავზე ადამიანი იდგა და დროშას აფრიალდება, მერე რა?! რა მოხდა?! მივიდნენ, დაუწყეს ცემა, გაზის შესხმა და გამოიწვიეს ის, რომ ადამიანებს აწვებიან აქეთ და ბუნებრივია, გადაიკეტება ეს გზა. ასეთი უტვინო, უგუნური ველურობა. ეს არის პირდაპირ დავალება – ხომ ვამბობთ, რატომ არ უნდა მოვიყვანოთ, რადგან ასეთი ამბავი ხდება. პოლიციელი რომ „მელკი“ პროვოკატორი გახდება, იმ ქვეყნის ამბავი წასულია, ასე შევარდნაძის ძაღლობაც არ იქცეოდა, ესენი რომ იქცევიან”, – განაცხადა გიგი უგულავამ.

როგორც ცნობილია, დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომა უნდა გაიმართოს. სააკაშვილის მხარდამჭერები სასამართლოს შენობის ეზოში აქციას მართავენ.

დატოვე კომენტარი