საქალაქო სასამართლოში „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეთა აქციაზე დაკავებულთა სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
საქალაქო სასამართლოში „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეთა აქციაზე დაკავებულთა სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

საქალაქო სასამართლოში „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეთა აქციაზე დაკავებულთა სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

გუშინ „თბილისი პრაიდის“ წინააღმდეგ გამართულ აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულ ერთ პირს საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციული პატიმრობა სამი დღის ვადით შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

დაკავებულს საგამოძიებო უწყება წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მითითებისადმი დაუმორჩილებლობას ედავება.

დღესვე, საქალაქო სასამართლო ადმინისტრაციული წესით დაკავებული კიდევ შვიდი პირის საქმეზე იმსჯელებს.

დატოვე კომენტარი