საქალაქო სასამართლოში მერაბ მორჩაძის საქმის არსებითი განხილვა გაიმართა
საქალაქო სასამართლოში მერაბ მორჩაძის საქმის არსებითი განხილვა გაიმართა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე დაკავებული მერაბ მორჩაძის საქმის არსებითი განხილვა გაიმართა.

სხდომაზე ბრალდებისა და დაცვის მხარე შესავალი სიტყვით წარსდგა. ბრალდების მხარის თქმით, საქმეში არსებობს მტკიცებულებები, მათ შორის მოწმეთა ჩვენებები და აუდიო-ვიდეო ჩანაწერები, რომლებსაც მომდევნო სხდომებზე წარადგენს. დაცვის მხარის მტკიცებით კი, საქმეზე წარმოდგენილი მასალებით არ დასტურდება მოწმეთა მოსყიდვა და ზემოქმედება.

შემდეგი სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 30 ოქტომბერს, 14:00-ზე ჩაინიშნა.

1973 წელს დაბადებული მერაბ მორჩაძე 8 ივნისს სსკ-ის 372-ე მუხლით დააკავეს, რაც მოწმეზე ზემოქმედებას გულისხმობს. საუბარია საქმის ერთ-ერთ მთავარ მოწმე მ.კ-ზე, რომელზეც ჩვენების შეცვლის მიზნით ზემოქმედება მოახდინა და გარკვეული თანხის სანაცვლოდ სასამართლოში მისთვის სასურველი ჩვენების მიცემას სთხოვდა.