საქალაქო სასამართლოში კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერის დირექტორის დაჭრის საქმეზე დაკავებული ექიმის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
საქალაქო სასამართლოში კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერის დირექტორის დაჭრის საქმეზე დაკავებული ექიმის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერის დირექტორის დაჭრის საქმეზე დაკავებული ექიმის, თეიმურაზ ბეჟანიძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

ექიმის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლო სხდომა რამდენიმე წუთის წინ დაიწყო.

როგორც 82 წლის ექიმის ადვოკატმა კახა შონიამ სხდომის დაწყებამდე განაცხადა, სხდომაზე მოითხოვს გირაოს 10 000 ლარის ოდენობით. ამასთან, მისივე განცხადებით, არ დაეთანხმებიან პროკურატურის შუამდგომლობას პატიმრობის შეფარდებაზე. როგორც ადვოკატმა განაცხადა, კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერის ექიმი, ბრალდებული თეიმურაზ ბეჟანიძე განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებას არ აღიარებს და აღნიშნავს, რომ იარაღი გიორგი გალდავას კაბინეტში შეშინების მიზნით გაისროლა.

კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერის ექიმ თეიმურაზ ბეჟანიძეს კლინიკის დირექტორ გიორგი გალდავას დაჭრის ფაქტზე ბრალი ოფიციალურად 7 აგვისტოს წარედგინა.