საქალაქო სასამართლომ უჩა აბაშიძეს – ხუთი წლით, მის მეუღლეს კი ოთხწლიანი პატიმრობა მიუსაჯა

15:08, 04.02.2025

საქალაქო სასამართლომ ბლოგერი და სამხედრო ექსპერტი უჩა აბაშიძე და მის მეუღლე მარიამ იაშვილი წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ცნო.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, უჩა აბაშიძეს თავისუფლების აღკვეთა – ხუთი, მის მეუღლეს კი ოთხი წლის ვადით შეეფარდათ.

სასამართლო სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბლოგერი უჩა აბაშიძე 2024 წლის 9 მაისს დააკავა. ასევე, შსს-მ დააკავა უჩა აბაშიძის მეუღლე მარიამ იაშვილი. გამოძიების ინფორმაციით, უჩა აბაშიძემ, მეუღლესთან ერთად, განიზრახა სხვადასხვა პირთა ინტიმური კავშირის ამსახველი მასალების უკანონოდ მოპოვება და შენახვა; გამოძიების ცნობით, ბრალდებულებმა საცხოვრებელ ბინაში ფარულად დაამონტაჟეს სხვადასხვა ვიდეო-აუდიო მოწყობილობა, რომელთა საშუალებითაც უკანონოდ ახორციელებდნენ სხვადასხვა პირთა პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებასა და შენახვას.

მსგავსი