საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ხუთ პირს სიტყვიერი შენიშვნა მიეცა, ერთი პირი 3 000 ლარით დაჯარიმდა, კიდევ ერთ პირს კი შვიდდღიანი პატიმრობა შეეფარდა
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ხუთ პირს სიტყვიერი შენიშვნა მიეცა, ერთი პირი 3 000 ლარით დაჯარიმდა, კიდევ ერთ პირს კი შვიდდღიანი პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, აქციის მონაწილე ხუთ პირს სიტყვიერი შენიშვნა მიეცა, ერთი პირი 3 000 ლარით დაჯარიმდა, კიდევ ერთ პირს კი შვიდდღიანი პატიმრობა შეეფარდა.

კერძოდ, მოსამართლები ლელა ცაგარეიშვილი და ზვიად ცეკვავა სიტყვიერი შენიშვნით შემოიფარგლენ ირაკლი ფიფიას, გიგი კილაძის, გუკა ბარდაველიძის, ლევან ნაჭყებიას და კიდევ ერთი პირის მიმართ. შვიდდღიანი პატიმრობა შეეფარდა გიორგი კუხალეიშვილს. მოსამართლემ დაუმორჩილებლობაში სამართალდამრღვევად ცნო იგორ აბაკელია და მას 3 000-ლარიანი ჯარიმა შეუფარდა.

ბრალდების მხარის მოთხოვნა იყო, რომ მოსამართლეებს მაქსიმალურად მსუბუქი სანქცია შეეფარდებინათ, თუ დაკავებულებს ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობდნენ.