„საქაერონავიგაცია“ უარყოფს ინფორმაციას, თითქოს ანალენა ბერბოკის ბორტს პრობლემა სხვა თვითმფრინავის გამო შეექმნა და აცხადებს, რომ მეორე წრეზე წასვლა პილოტის გადაწყვეტილება იყო
„საქაერონავიგაცია“ უარყოფს ინფორმაციას, თითქოს ანალენა ბერბოკის ბორტს პრობლემა სხვა თვითმფრინავის გამო შეექმნა და აცხადებს, რომ მეორე წრეზე წასვლა პილოტის გადაწყვეტილება იყო

„საქაერონავიგაცია“ კატეგორიულად უარყოფს გერმანული გამოცემა www.Spiegel.de-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს გერმანელი დიპლომატის, ანალენა ბერბოკის ბორტს პრობლემა დასაფრენ ბილიკზე მდგომი სხვა თვითმფრინავის გამო შეექმნა, – ამის შესახებ აღნიშნულია „საქაერონავიგაციის“ განცხადებაში.

მათივე ცნობით, დასაფრენი ბილიკი იყო სრულად თავისუფალი და პირველადი ინფორმაციით, მეორე წრეზე წასვლა სრულად პილოტის გადაწყვეტილება იყო.

„გუშინ თბილისის დროით დაახლოებით 23:00 საათზე, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის თვითმფრინავი Airbus A340-300 თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მეორე მცდელობაზე დაეშვა.

საქაერონავიგაცია კატეგორიულად უარყოფს გერმანული გამოცემა www.Spiegel.de-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს გერმანელი დიპლომატის ბორტს პრობლემა დასაფრენ ბილიკზე მდგარი სხვა თვითმფრინავის გამო შეექმნა. დასაფრენი ბილიკი იყო სრულად თავისუფალი. პირველადი ინფორმაციით, აღნიშნული იყო სრულად პილოტის გადაწყვეტილება. აქვე აღვნიშნავთ, რომ ეკიპაჟის გადაწყვეტილებით მეორე წრეზე წასვლა დაფრენისას არის აპრობირებული, ნორმალური პრაქტიკა სამოქალაქო ავიაციაში და ინციდენტად არ ითვლება“, – აღნიშნულია განცხადებაში.