„საქაერონავიგაცია“ „ევროკოპტერის“ ვერტმფრენს ყიდულობს

14:34, 09.11.2018

„საქაერონავიგაცია“ „ევროკოპტერის“ ვერტმფრენს AS 350B3 ყიდულობს. შესაბამისი ხელშეკრულება კომპანია Airbus Helicopters-თან გაფორმდება.

საქართველოს მთავრობის 2 ნოემბრის განკარგულებით, „საქაერონავიგაციას“ საკუთარი სახსრებით ვერტმფრენის შესყიდვის უფლება, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით მიეცა. „ევროკოპტერის“ ერთი ვერტმფრენი სახელმწიფო კომპანიამ 2016 წელსაც შეიძინა.

მთავრობის 2014 წლის 29 დეკემბრის დადგენილების საფუძველზე, „საქაერონავიგაციას“ ძებნა-შველის მიმართულებით ფუნქციები დაემატა და შეიქმნა საავიაციო ძებნა-შველის საკოორდინაციო ცენტრი.

მსგავსი