ბელარუსში ღამემ საპროტესტო გამოსვლებისა და მასობრივი არეულობების ფონზე ჩაიარა.
სამდღიანი დემონსტრაციების დროს დაკავებულია ათასობით ადამიანი, მათ შორის, ათობით ჟურნალისტი.
დემონსტრანტები 9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. ცესკო-ს პირველადი მონაცემებით, არჩევნებში ალექსანდრ ლუკაშენკოს ამომრჩეველთა 80 პროცენტზე მეტმა მისცა ხმა.