საპროტესტო აქციის მონაწილეები ახალ წელს რუსთაველის გამზირზე ხვდებიან

23:44, 31.12.2025

საპროტესტო აქციის მონაწილეები 2026 წელს რუსთაველის გამზირზე ხვდებიან.

დემონსტრანტები პარლამენტის წინ ევროკავშირისა და საქართველოს დროშებითა და საახალწლო ატრიბუტებით შეიკრიბნენ. საკანონმდებლო ორგანოს წინ გაშლილია საახალწლო სუფრა.

პარლამენტთან უწყვეტი პროტესტი ერთ წელზე მეტია, მიმდინარეობს. დემონსტრანტების მოთხოვნები უცვლელია – დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების დროს დაკავებული პირები.

მსგავსი