საპროტესტო აქციის გამო, იუსტიციის სახლი მომხმარებელს შეფერხებით ემსახურება
საპროტესტო აქციის გამო, იუსტიციის სახლი მომხმარებელს შეფერხებით ემსახურება

იუსტიციის სახლი არ შეუშლის ხელს მოქალაქეებს გამოხატვის თვისუფლებაში, თუმცა საჯარო ორგანიზაცია ვალდებულია, დაიცვას  მოქალაქეთა ის უფლებებიც, რომელიც სერვისის მიწოდების შეფერხების გამო ირღვევა,- ამის შესახებ იუსტიციის სახლის აღმასრულებელმა დირექტორმა, გივი აზაურაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, 09:00 საათზე დაწყებული აქციის გამო, იუსტიციის სახლი მომხმარებელს შეფერხებით ემსახურება.

გივი აზაურაშვილი აქციის საორგანიზაციო ჯგუფის წარმომადგენლებს, ემზარ კვიციანს და ზვიად ტომარაძეს შეხვდა და თხოვა, აქცია ხუთი მეტრით მოშორებოდა იუსტიის სახლის შესასვლელს, რათა მოქალაქეებს  სახელმწიფო სერვისებით სარგებლობის საშუალება ჰქონოდათ. გივი აზაურაშვილმა აქციის მონაწილეებს შეახსენა, რომ  რომ მიწის რეგისტრაციის გარდა, იუსტიციის სახლი 400-მდე სხვა სერვისსაც გასცემს.

თბილისში, იუსტიციის სახლთან უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. ისინი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას „ანტიქართულს“ უწოდებენ.

შეგახსენებთ, საკონსტიტუციო სასამართლომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხოეთის მოქალაქეებზე გასხვისების მორატორიუმი არაკონსტიტუციურად ცნო.