საპროკურორო საბჭო ახალ თავმჯდომარეს აირჩევს
საპროკურორო საბჭო ახალ თავმჯდომარეს აირჩევს

საპროკურორო საბჭო ახალ თავმჯდომარეს აირჩევს. თავმჯდომარის არჩევა ფარული კენჭისყრით, ხმათა უმრავლესობით მოხდება. საპროკურორო საბჭოს სხდომა დღეს, 12:00 საათზე გაიმართება.

საპროკურორო საბჭო ორგანული კანონით დადგენილი წესით არჩეული 15 წევრისგან შედგება.

საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარეს ორი წლის ვადით საპროკურორო საბჭო ირჩევს. საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარის პოზიციას ამ დრომდე თბილისის პროკურორის მოადგილე მერაბ ჯერანაშვილი იკავებდა.

საპროკურორო საბჭოს სხდომა საპროკურორო საბჭოს ოფიციალური ფეისბუქგვერდის მეშვეობით უწყვეტ რეჟიმში გადაიცემა.