საპროგნოზო მონაცემებით, საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში ემანუელ მაკრონის კოალიცია იმარჯვებს, თუმცა პრეზიდენტის კოალიციამ ქვედა პალატაში აბსოლუტური უმრავლესობა დაკარგა
საპროგნოზო მონაცემებით, საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში ემანუელ მაკრონის კოალიცია იმარჯვებს, თუმცა პრეზიდენტის კოალიციამ ქვედა პალატაში აბსოლუტური უმრავლესობა დაკარგა

საპროგნოზო მონაცემებით, საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში ემანუელ მაკრონის ცენტრისტული კოალიცია „ერთად“ იმარჯვებს.

ფრანგული მედიის ინფორმაციით, საფრანგეთის პრეზიდენტის საარჩევნო კოალიციამ, გამარჯვების მიუხედავად, ეროვნული კრების ქვედა პალატაში აბსოლუტური უმრავლესობა დაკარგა.

არსებული მონაცემებით, მაკრონის ცენტრისტული კოალიცია საკანონმდებო ორგანოში 224 ადგილს იღებს. მეორე ადგილზეა მემარცხენეების, მწვანეებისა და კომუნისტების ალიანსი „ნუპესი“, რომელიც 149 ადგილს დაიკავებს.

საპროგნოზო მონაცემებით, მესამე ადგილზეა მარინ ლე პენის „ეროვნული კრება“, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატაში 89 ადგილი ექნება.

მეოთხე ადგილზეა კონსერვატორი რესპუბლიკელების ალიანსი, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოში 78 ადგილი ექნება.

ფრანგული მედიის ცნობით, ყველაზე დიდი შედეგი არჩევნებში, პირველადი შეფასებით, მარინ ლე პენის „ეროვნულმა კრებამ“ აჩევნა, რომელმაც 2017 წელთან შედარებით, 11-ჯერ მეტი ადგილი მიიღო.

პოლიტიკური პარტიები საფრანგეთის ეროვნულ კრებაში 577 ადგილის დასაკავებლად იბრძვიან.