საპროცედურო საკითხთა კომიტეტში პარლამენტის რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებზე იმსჯელებენ
საპროცედურო საკითხთა კომიტეტში პარლამენტის რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებზე იმსჯელებენ

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებზე დღეს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე იმსჯელებენ.

დეპუტატები ორ ინიციატივას განიხილავენ. პირველი მოსმენით განიხილება ინიციატივა, რომელიც პარლამენტის თავდაცვის კომიტეტმა მოამზადა. პროექტი ითვალისწინებს საპარლამენტო კონტროლს როგორც თავდაცვის სამინისტროზე, ასევე პენიტენციურ დაწესებულებებზე, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურსა და სხვა უწყებებზე.

როგორც ინიციატივაშია ნათქვამი, პარლამენტი კონტროლს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის, ნდობის ჯგუფისა და სხვა დარგობრივი სპეციალიზაციის კომიტეტების მეშვეობით განახორციელებს.

კიდევ ერთი ცვლილება, რომელიც რეგლამენტში უნდა განხორციელდეს, უშუალოდ ნდობის ჯგუფს ეხება. ახალი პროექტი ნდობის ჯგუფის წევრთა ახალ რაოდენობას განსაზღვრავს. ინიციატივაში, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ირინა ფრუიძემ მოამზადა, ვკითხულობთ, რომ დამტკიცებისა და ძალაში შესვლის შემდეგ, ნდობის ჯგუფის წევრთა რაოდენობა 14 იქნება.