საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ნატო და როსტომ ჩხეიძეების მიმართვას პოლიტიკური ჯგუფის შექმნის შესახებ მხარი დაუჭირა 
საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ნატო და როსტომ ჩხეიძეების მიმართვას პოლიტიკური ჯგუფის შექმნის შესახებ მხარი დაუჭირა 

საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა პოლიტიკური ჯგუფის, „თავისუფლების“ შექმნას მხარი დაუჭირა.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, პოლიტიკური ჯგუფების შექმნა პარლამენტის რეგლამენტით არის დაშვებული.

„პოლიტიკური ჯგუფის შექმნის ინიციატორებმა შესაბამისი დოკუმენტაცია წარმოადგინეს და ჩვენ გვაქვს ფორმალური საფუძველი იმისთვის, რომ მხარი დაუჭიროთ აღნიშნული პოლიტიკური ჯგუფის შექმნას“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

პოლიტიკური ჯგუფის შექმნის ინიციატივით პარლამენტს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა, ნატო და როსტომ ჩხეიძეებმა მიმართეს.

ნატო ჩხეიძე და როსტომ ჩხეიძე ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები იყვნენ. მათ აღნიშნული ფრაქცია მას შემდეგ დატოვეს, რაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევას მხარი დაუჭირეს.