საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარის მეორე მოადგილეს აირჩევენ
საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარის მეორე მოადგილეს აირჩევენ

საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე დღეს კომიტეტის თავმჯდომარის, გურამ მაჭარაშვილის მეორე მოადგილეს აირჩევენ.

დღევანდელ სხდომაზე კომიტეტის წევრები საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მუშაობის სამოქმედო გეგმაზეც იმსჯელებენ.

გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, დღეს ასევე იქნება მსჯელობა სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესში ცვლილებებთან დაკავშირებით. მისივე თქმით, ჰერალდიკის საბჭოს ფუნქციებთან მიმართებით მცირედი ცვლილებების განხორციელება იგეგმება.

„საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტზე ჩვენ განვიხილავთ კომიტეტის სამოქმედო გეგმას, ასევე განვიხილავთ სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესში ცვლილებებს. ჰერალდიკის საბჭოს ფუნქციებთან დაკავშირებით მცირედი ცვლილებები შედის. ასევე, დღის წესრიგში გათვალისწინებული გვაქვს კომიტეტის თავმჯდომარის მეორე მოადგილის არჩევა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.