საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა, სადაც სამი დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტაზე უნდა ემსჯელათ, გადაიდო
საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა, სადაც სამი დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტაზე უნდა ემსჯელათ, გადაიდო

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის დღევანდელი სხდომა გადაიდო, სადაც სამი ოპოზიციონერი დეპუტატის საპარლამენტო უფლებამოსილების შეწყვეტაზე უნდა ემსჯელათ.

როგორც საქართველოს პირველ არხს საპროცედურო კომიტეტში განუცხადეს, კომიტეტის სხდომის გადადების მიზეზია ის, რომ კომიტეტის რამდენიმე წევრი კოვიდკონტაქტია. კომიტეტში ამ დრომდე ვერ აკონკრეტებენ, სხდომა როდის ჩაინიშნება.

დღეს კომიტეტს უნდა ემსჯელა ბადრი ჯაფარიძე, შლავა ნათელაშვილისა და ელენე ხოშტარიას სადეპუტატო უფლებამოსილებასთან დაკავშირებით და დასკვნა მოემზადებინა, რომელიც ხვალ პლენარული სხდომისთვის უნდა წარედგინათ.