საპროცედურო საკითხთა კომიტეტი შალვა ნათელაშვილისთვის, ელენე ხოშტარიასა და ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე ხვალ იმსჯელებს
საპროცედურო საკითხთა კომიტეტი შალვა ნათელაშვილისთვის, ელენე ხოშტარიასა და ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე ხვალ იმსჯელებს

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი შალვა ნათელაშვილის, ელენე ხოშტარიასა და ბადრი ჯაფარიძის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე ხვალ იმსჯელებს.

კომიტეტის სხდომა გასულ კვირას იყო ჩანიშნული, თუმცა კვორუმის არარსებობის გამო გადაიდო და საკითხს ხვალ განიხილავენ. საკომიტეტო განხილვის შემდეგ, კომიტეტის მომზადებული დასკვნა იმის თაობაზე, უნდა შეუწყდეთ თუ არა აღნიშნულ დეპუტატებს სადეპუტატო უფლებამოსილება, პლენარულ სხდომას 14-18 თებერვლის კვირაში წარედგინება.

ბადრი ჯაფარიძის სადეპუტატო უფლებამოსილებაზე მსჯელობის მიზეზია სასამართლოს გამამტყუნებელი გადაწყვეტილება, ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილის შემთხვევაში კი, კონსტიტუციური ჩანაწერი იმის თაობაზე, რომ პარლამენტის წევრი სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით სხდომების ნახევარზე მეტს თუ არ დაესწრება, უფლებამოსილება უნდა შეუწყდეს.