საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ლადო კახაძის უფლებამოსილების ცნობაზე იმსჯელებს
საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ლადო კახაძის უფლებამოსილების ცნობაზე იმსჯელებს

საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე დღეს კანონმდებლები შუალედური არჩევნების შედეგად მთაწმინდის # 1 საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეული ვლადიმერ კახაძის უფლებამოსილების ცნობის საკითხს განიხილავენ.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საკანონმდებლო ორგანოში შემაჯამებელი ოქმი უკვე გადაგზავნა. კომიტეტის გადაწყვეტილების შემდეგ, ლადო კახაძის უფლებამოსილების ცნობა საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მოხდება.

„ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ საქართველოს პარლამენტში უკვე გადმოგზავნილია შემაჯამებელი ოქმი. შესაბამისად, საპროცედურო საკითხთა კომიტეტი შეიკრიბება და განიხილავს მთაწმინდის ოლქში შუალედური არჩევნების შედეგებს. უკვე წარმოდგენილია სტანდარტული დოკუმენტაციაც. კომიტეტი იმსჯელებს ამ საკითხთან დაკავშირებით და მიიღებს გადაწყვეტილბას მთაწმინდის ოლქში ბატონი ლადო კახაძის, როგორც საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობასთან დაკავშირებით. ხოლო ამ კომიტეტის გადაწყვეტილების, უფლებამოსილების ცნობის შემდეგ, უკვე საქართველოს პარლამენტის პლენარულ სესიაზე მოხდება ბატონი ლადო კახაძის უფლებამოსილების ცნობა“, – განაცხადა დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა.