საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „ხალხის ძალის“ რეგისტრაციის საკითხს მხარი დაუჭირა
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „ხალხის ძალის“ რეგისტრაციის საკითხს მხარი დაუჭირა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „ხალხის ძალის“ რეგისტრაციის მიზანშეწონილობის საკითხი განიხილა.

კომიტეტის თავმჯდომარის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, საკითხის მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ წარმოდგენილი მასალები შეესაბამება პარლამენტის რეგლამენტის მოთხოვნებს. აღნიშნულის საფუძველზეც კომიტეტმა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის შექმნას მხარი დაუჭირა.

საკითხი პლენარულ სხდომაზე გავა დასამტკიცებლად.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.