პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ ირაკლი შატაკიშვილი აირჩიეს
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ კომიტეტის ახალი წევრი, რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შატაკიშვილი აირჩიეს.
აღნიშნული გადაწყეტილება საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე მიიღეს.
კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ის გურამ მაჭარაშვილმა დატოვა. მაჭარაშვილი კომიტეტის წევრად რჩება.
ირაკლი შატაკიშვილის კანდიდატურა კომიტეტის წევრებს ირაკლი ქადაგიშვილმა შესთავაზა, რის შემდეგაც ის კენჭისყრით აირჩიეს.