საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე კვოტების ახლებურად განსაზღვრის თაობაზე იმსჯელეს
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე პარლამენტის კომიტეტებში და მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებში წევრთა რაოდენობისა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების ახლებურად განსაზღვრის თაობაზე იმსჯელეს.
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განმარტებით, კვოტების ხელახალი გადანაწილება საჭირო გახდა იმის გამო, რომ რამდენიმე დეპუტატმა ფრაქცია „ქართული ოცნება“ დატოვა და ასევე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრს, ზაალ უდუმაშვილს პარლამენტის წევრის სტატუსი ვადაზე ადრე შეწყდა.
„გთავაზობთ, რომ ყველა კომიტეტის შემადგენლობა განისაზღვროს 21 წევრით. ასეთი ცვლილება ხდება მაშინ, როდესაც ფრაქციების ან უფრაქციო დეპუტატების რაოდენობა იზრდება. რათა ყველა პოლიტიკურ სუბიექტს, მათ შორის უფრაქციო დეპუტატსაც ჰქონდეს თანაბარი შესაძლებლობა საპარლამენტო კომიტეტებში და დელეგაციებში ყოფნისა“, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.
კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს განხილულ საკითხებს.