საპრეზიდენტო არჩევნებზე 15:00 საათისთვის ყველაზე მაღალი აქტივობა ამბროლაურშია, ყველაზე დაბალი - გარდაბანსა და მარნეულში
საპრეზიდენტო არჩევნებზე 15:00 საათისთვის ყველაზე მაღალი აქტივობა ამბროლაურშია, ყველაზე დაბალი - გარდაბანსა და მარნეულში

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაცით, 15:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ ქვეყნის მასშტაბით 30.98% შეადგინა, რაც 1 085 730 ამომრჩეველია.

ცესკო-ს ცნობით, ყველაზე მაღალი აქტივობა ფიქსირდება ამბროლაურში 47.1 %, ყველაზე დაბალია აქტივობა გარდაბანსა (23.7%) და მარნეულში (23.6%).

რაც შეეხება დედაქალაქს, ყველაზე მაღალი აქტივობაა დიდუბეში – 30.5% და ვაკეში – 31.1%, ყველაზე დაბალი კი ისანში 25.2%

ამასთან, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ანალოგიური პერიოდისთვის აქტივობის მაჩვენებელი 32.1% იყო.